ტუბერკულოზური მენინგიტი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, გადატანილი მაქვს ტუბერკულოზური მენინგიტი 5 თვის წინ, რამაც დამიტოვა გაუსაძლისი ხმაური ორივე ყურში, ვიმკურნალე 2 თვე შემდეგი მედიკამენტებით: ვინებრალი, ნეიროქსი, ნეიროსერკი, კოკარნიტი, ბიკომპლექსი. თუმცა ხმაური დაკლების ნაცვლად დღითიდღე მატულობს, სმენაც დღითიდღე მიუარესდება, ღამით არ მაძინებს. მაინტერესებს ეს დაავადბა საერთოდ ინკურნება თუ არა, ან შემიმსუბუქდეს მაინც ისე რომ ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელო? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტუბერკულოზური მენინგიტი, ეს არის სეროზული მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკრობაქტერიის მოხვედრით სუბარაქნოიდულ სივრცესა და თავის ტვინის გარსებში. იგი დასაბამს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგად ტუბერკულოზურ დაზიანებას.
ტუბერკულოზური მენინგიტის, განვითარების მთავარი მიზეზია არანამკურნალევი ტუბერკულოზი.
რაც შეეხება მკურნალობას, იგი ინიშნება პაციენტის მდგომარეობისა და კლინიკური სიმპტომების შესაბამისად. გრძელდება ოთხ თვეს. ინტენსიური ფაზის თერაპია სტაციონარში ხორცილდება. შემდეგ კი, პაციენტები შინ აგრძელებენ ანტიტუბერკულოზურ თერაპიას.
რაც შეეხება პროგნოზს, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტისა და მოწოდებული გაიდლაინების წყალობით ტუბერკულოზური მენინგიტის გართულებებისა და სიკვდილიანობის პროცენტი საგრძნობლად შემცირდა. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოს და დაემორჩილოთ ექიმის რეკომენდაციებსა და დანიშნულ მკურნალობას.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს ექიმს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში, მისი პრეროგატივაა შეცვალოს დანიშნულება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური ნევროლოგი, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ოტო–რინო–ლარინგოლოგიც.
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევით საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad 
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა