მოგესალმებით,
ზოგადად, მხოლოდ ცერა თითის დაბუჟება შესაძლოა განვითარდეს, როდესაც ხელის დიდხნიანი დატვირთვა მოქმედებს ვიწრო კარპულ არხში მდებარე ნერვებზე.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს ასევე, ხერხემლის სვეტის, კერძოდ კი, კისრის მიდამოს პათოლოგიას, თუმცა დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ანამნეზის შეკრების, ობიექტურად შეფასების, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ნევროლოგი დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !