კითხვა: გამარჯობათ დიდი მადლობა რომ ჩემს შეკითხვას უპასუხეთ მე გეტყვით ჩემს შესახებ მე ვარ 51 წლის მომივიდა იშემიური ინსულტი 47 წლის ასაკში მაქვს პარალიზებული მარჯვენა მხარე მაგრამ შემიძლია სიარული ჯოხით ხელი არ მუშაობს ვატარებ ავტომობილს და მაინტერესებს რეაბილიტაცია თუა შესაძლებელი მაინტერესებს კონსულტაცია რა ჯდება. ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში მაქვს საყოველთაო დაზღვევა ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს შეიძლება ვისარგებლო თქვენს კლინიკაში საყოველთაო დაზღვევით? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გეგმიურ კონსულტაციებსა და კვლევებს არ აფინანსებს, სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკას აქვს უფასო კონსულტაციის დღეები, მათ შორსისაა ნევროლოგიური ვიზიტიც, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით.
რაც შეეხება რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შესაბამისი განყოფილება არ ფუნქციონირებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა