სუბფებრილური ტემპერატურა - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, 2-3 წელია მაქვს დაბალი ტემპერატურა 37.-37.3 ბოლო თვეებია დამეწყო წელის და გულმკერდის არეში (უკანა მხარეს) ძლიერი ტკივილები, რომელიც გადამდის ფეხში ექიმის მიტითებით ჩავიტარე ანალიზები სადაც სერიოზული არაფერია, რა შეიძლება იყოს სიცხის და ტკივილის მიზეზი და რის გაკეთებას მირჩევთ რომ დამისვან სწორი დიაგნოზი, ძალიან გთხოვტ იქნებ დამეხმაროთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ნორმაში – 36.6 გრადუსია, არ არის სწორი. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია.
37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა, იყოს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი, ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები :

  • კბილის გრანულომა;
  • წიაღების ანთება;
  • ნუშურა ჯირკვლების ანთება.

ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმი. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა:

  • თირეოტოქსიკოზი;
  • აუტოიმუნური თირეოიდიტი.

ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგცემთ.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისათვის სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ შემდეგ სპეციალისტებთან:

  • სტომატოლოგი;
  • ოტო–რინო–ლარინგოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • თერაპევტი;
  • პულმონოლოგი;
  • ფთიზიატრი;
  • ინფექციონისტი.

რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, „წელის და გულმკერდის არეში (უკანა მხარეს) ძლიერი ტკივილები, რომელიც გადამდის ფეხში“ შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს ხერხემლის პათოლოგია. საჭიროა ობიექტური გასინჯვა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკბალიფიციურ ექიმთა გუნდი.
თუ ვიზიტისას გამოიხატება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა