კისრის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით! უკვე ერთ კვირაზე მეტია მაწუხებს კისრის მალების ტკივილი მარჯვენა მხარეს.თავიდან ძლიერი და შემაწუხებელი,მაგრამ გამაყუჩებლის 3 დღიანი მიღების შემდეგ მომეხსნა,მხარის და მკლავის არეში კი უსიამოვნო,ზოგჯერ ტკივილის მსგავსი,ზოგჯერ კი გაბუჟების მსგავსი შეგრძნება დამრჩა.კისრის შეტრიალებას ბოლომდე ვეღარ ვახერხებ.გულის აჩქარებას და წნევის ცვალებადობასაც ვუჩივი.არის თუ არა სასწრაფოდ საყურადღებო და რა კვლევების ჩატარებას მირჩევთ.დიდი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის და ყურადღებისთვის. პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით, 

კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები  გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.

თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი, დისტანციურად რთული სათქმელია.

შესაძლებელია მიზეზი იყოს: ძილის დროს კისრის მოუხერხებელი  პოზა, თავის მკვეთრი მოძრაობა, ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის მიდამოს მიოგელოზი, სპონდილოზი, კისრის დისკოს თიაქარი, ართროზი და ა.შ.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე,  რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ  მკურნალობას.

თუ კონსულტაციისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის საჭიროება,  კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას,  თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად  დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა