კეფის მიდამოს დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,რამოდენიმე დღეა შევამჩნიე რომ მიბუჟდება კეფის მიდამოები,თავის ქვედა ნახევარი და ძალიან შევშინდი.ვარ 29 წლის.გთხოვთ გამომეხმაუროთ რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო კონსულტაციისთვის??
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, დასაზუსტებელია როდის გაქვთ დაბუჟება, მხოლოდ დილით,  გაღვიძებისას  თუ მუდმივად,

ხომ არ შეიცვალეთ  ბალიში, ზურგზე წოლა გახასიათებთ  თუ არა.

მსგავსი სიმპტომების გამოწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  •   სპონდილიტი;
  • ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები;
  • ტრავმის დროს დაჭიმვა;
  • ოსტეოქონდროზი;
  • სტრესით გამოწვეული დაბუჟება.

გასარკვევია, კისრის მალების მდგომარეობა, ამისთვის კი კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგრლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღნიშნულ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან  2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა