მარცხენა ბეჭის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მარცხენა ხელის აწევის დროს ბეჭი მტკივა და წელს ზევით ვერ ვწევ ტკვილის გამო, სავარაუდოდ სახსარია და რას მირჩევთ ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, რთულია გიპასუხოთ, თუმცა, შესაძლოა ტრაპეციული კუნთის, ბეჭის ამწევი კუნთის, კიბისებრი კუნთის ან იოგის მიჭყლეტვას ეხებოდეს საქმე.
ასევე, დასაზუსტებელია, არის თუ არა ტკივილი მუდმივი, ღრმად ჩასუნთქვისას ხომ არ გრძნობთ ე.წ. ჭვალს და ა.შ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ვიზიტის დროს, შეიკრიბება ანამნეზი, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

ნევროლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა