მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ოსტეოქონდროზი;
- რა განაპირობებს სიმპტომების მრავალფეროვნებას;
- კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომები.
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება და დეფორმირდება.
კისრის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებიდან გამომდინარეობს, რადგან, კისრის არეში უამრავი სისხლძარღვი და ნერვი გადის, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა.
ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება და შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი ან წააგავდეს სტენოკარდიას.
ხერხემლის კისრის ნაწილის მეორე–მესამე ფესვის დაზიანება კი, იწვევს ისეთ ჩივილს როგორიცაა ენის დაბუჟება.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელთანაც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!