ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს წელის ტკივილები მტკივა წინ მოხრის შემთხვევაში კიდევ როცა ვზივარ მიჭირს წამოდგომა ვგრძნობ დაქაჩვის შეგრძნებას რა შეიძლება დავლიო რომ მომეხსნას ეს ტკივილი.ოსტეოხონდროზი კი მაქვს მაგრამ ეს სხვანაირი ტკივილია
პასუხი:

მოგესალმებით, 

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ყველაზე ხშირად, შემთხვევათა მესამედში,  წელის ტკივილის მიზეზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებებია, რომლებსაც საერთო სახელწოდება – ოსტეოქონდროზი აერთიანებს, რომელიც  ხერხემლის მალებისა და იოგების პათოლოგიურ ცვლილებათა შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად მალათაშუა დისკების დეგენერაცია უდევს.

გარდა ამისა, ოსტეოქონდროზის დროს შესაძლოა ხერხემლის მალებზე ძვლოვანი წარმონაქმნები – ოსტეოფიტები გაჩნდეს (ხალხში მათ “მარილებს” ეძახიან).

ოსტეოფიტები ზურგის ტვინის ფესვებს აწვება, რაც წელის მიდამოში ყრუ და დამწოლ ტკივილს იწვევს.

წელის ოსტეოქონდროზის დროს ძლიერ ტკივილს მხოლოდ ნერვების მექანიკური გაღიზიანება კი არ იწვევს, არამედ დისკის დაზიანებისას გამოყოფილი ნივთიერებებიც, რომლებიც ტკივილის რეცეპტორებს აღიზიანებს, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა თქვენს ტკივილებსაც ეს ფაქტორი განაპირობებდეს.

დისტანციურად რა თქმა უნდა ზუსტ დიაგნოზს ვერ განვსაზღვრავთ და მედიკამენტებზე მითითებასაც ვერ მოგცემთ, რადგან არაა მიზანშეწონილი.

ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს თქვენს ზოგად  მდგომარეობას, დაგინიშნავთ შესაბამის კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის შესაძლოა იყოს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ხერხემლის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ კვლევაზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ფასდაკლება,  

ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ამის შემდეგ კი, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას და  აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა