თავბრუსხვევა, ხელების დაბუჟება, შუილი ყურებში - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით! ვარ 66 წლის. ამ ბოლო დროს მაქვს თაბრუსხვევა ,ხანდახან თითქოს უნდა წავიქცე და მომენტალურად ისევ მიბრუნდება ცნობიერება. მიბრუჟდება მარცხენა ხელის სამი თითი .განსაკუთრებით საღამოს მემართება ასე. დღე სკოლაში ვმუშაობ და არაფერი არ მტკივა.ვარ ძალიან აქტიური, არ მეზარება მუშაობა.რომ არა ეს თავბრუსხვევა და შუილი ყურებში. გთხოვთ მირჩიოთ , როგორ მოვიქცე. პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და მათ შორისაა:

  • გარკვეული მედიკამენტები;
  • შიდა ყურის პრობლემები;
  • სისხლის მიწოდების შეზღუდვა.
  • ანემია;
  • ტვინის შერყევა;
  • ზოგადი შფოთვა;
  • პანიკური შეტევა;
  • ჰიპოგლიკემია;
  • შაკიკი.

თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის.

დაბუჟება

მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია.
ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.
დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება ამიტომ, გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ ნევროლოგს/ნეიროქირურგს.
ჩვენს კლინიკაში გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე აღნიშნულ სპეციალისტებთან, ყოველ პარასკევს.
პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ , ნომრით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა