სახის ნერვის ნევრიტი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა,გთხოვთ მიპასუხოთ,თვალის ქვედა ქუთუთოს ცახცახი, რომელიც ერთი თვეა გრძელდება,რა მიზეზით არის გამოწვეული.მადლობას გიხდით წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რა თქმა უნდა შეუძლებელია ზუსტი პასუხი გაგცეთ, თუმცა სავარაუდოდ საქმე ეხება სახის ნერვის ნევრიტს, რომლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია, ტონზილიტი, გრიპი, ცხვირის ღრუსა და წიაღებში არსებული ინფექცია. ამ დროს ნერვული ღერო შუპდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს სისხლძარღვოვანი პროცესი, სუსტდება სისხლის ნაკადი, თუ ამას ტროფიკის (კვების) მოშლაც დაერთო, პათოლოგიური პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის და მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციით, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა