წელის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ.მყავს 25 წლის ვაჟი,რომელსაც მიახლოებით 5 წლის წინ ტროტუარზე მიმავალს დაეჯახა მანქნა.რის შედეგადაც დაეცა ზურგზე.არ მიგვიმართავს ექიმისთვის.მას მერე აწუხებს წელის ტკივილები.რა შეიძლება იწვევდეს ტკივილს?
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ დაცემისას დაზიანდა ხერხემლის სვეტის, გავა–წელის მიდამო, რამაც გამოწვია მალის კორტიკალური ზედაპირის მოტეხილობა, ან გახლეჩილი და დეფორმირებული ძვლისაზრდელები, მალთაშუა სახსრების სინოვიალური გარსების, კუნთების, მალთაშუა დისკების ფიბროზული რგოლისა და იოგების დეფორმაციები, რაც ხშირად მეტისმეტად მტკივნეული შეიძლება იყოს პაციენტისათვის. ტკივილის შეგრძნებას ხშირად თან შეიძლება ახლდეს დაზიანებული ქსოვილების შეშუპება, რომელიც ხილვადი არაა, თუ წელის კანის საფარველისაგან მოშორებითაა.
ასევე შესაძლოა საერთოდ კავშირი არ ჰქონდეს ავარიასთან ტკივილს და ხერხემლის პათოლოგიებიდან გამომდინარეობდეს, რასაც როგორც თავში მოგახსენეთ, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, პაციენტს მიეცემა დიაგნოსტირებისათვის სპეციალური "დავალებები", საჭიროების შემთხვევაში დაენიშნება გამოკვლევები, დადგინდება გამომწვევი მიზეზი და ამის შემდეგ დაენიშნება აპრობირებული მკურნალობა.
ხერხემლის პათოლოგიების კვლევის ოქროს სტანდარტი მრტ კვლევებია, აქციის ფარგლებში გადაიხადით 270 ლარს 420 ლარის ნაცვლად.
კვლევაში შედის:

  • მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ერთი სეგმენტის კვლევის ფასად;
  • ექიმი-ნეიროქირურგის კონსულტაცია.

აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას!
გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში ნევროლოგთან კონსულტაცია უფასოა ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა