ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მტკივა ზურგის კერძოდ კისრის კუნთები და მაქვს ასევე დაჭიმულობა,გავიკითე ტომოგრაფია და არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ვიყავი ნევროლოგთან და დამინიშნა სირდალუდი 2 მგ, ციპრაქლექსი 10 მგ და E ვიტამინი რადგან მქონდა ფეხების გამონასკვა და ვსვავ მასიურად გამაყუჩებელს,მაგრამ უშედეგოდ, ისევ მაქვს გაუსაძლისი ტკივილი, გთხოვთ იქნებ მითხრათ რა შეიძლება გავიკეთო და როგორ მოვიქცე.??
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსეოქონდროზი ხერხემლის მრავალფაქტორული დაავადებაა, რომლის განვითარებაც იწვევს ქსოვილების კვების დარღვევას. მისი ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • განვითარების თანდაყოლილი მანკები;
  • ჰიპოდინამია;
  • ხშირი გაციება;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • არასწორი ვარჯიში;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა.

ამ პათოლოგიის დროს აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში.
ხოლო, თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმების მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ნევროლოგთან კონსულტაციაზე. რომელიც ანამნეზისა და თქვენ მიერ ჩატარებული კვლევების პასუხების ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა