კითხვა: გამარჯობა, მაქვს უძალობა, სიმძიმის შეგრძნება, ორი თვეა დამეწყო თავბრუსხვევა. თავის მარჯვენა ნაწილში დაბუჟების შეგრძნება. თავბრუსხვევა მეწყება ძირითადად დაწოლისა და ადგომის დროს. ამ დროს წნევა ცოტათი მომატებული მაქვს, ჩვეულებრივ ვატარებ 90-60-ზე, მიწევს 110-80-ზე მაქსიმუმ 120-80-ზე. გავიკეთე გამოკვლევები: შინაგანი ორგანოების ექოსკოპია; სისხლის, შარდის ანალიზი; სრულად გამოვიკვლიე შუა ყურის მდგომარეობა; ფარისებრი ჯირკვალი; დამისვეს დიაგნოზი:კეთილთვისებიანი პარაქსოზული პოზიციური ვერტიგო, ასევე მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია (ზომა 9), ასევე პატარა კვანძები. დანიშნულება ბეტასერკი 16 მგ 3 ჯერ დღეში. რ-თირექსონი 25 მგ 1 ჯერ დღეში 10 დღე და შემდეგ 50 მგ 1 ჯერ დღეში 3 თვე რიპრონატი 2 ჯერ დღეში 2 თვე სელენიუმი 1 ჯერ დღეში 2 თვე. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, საჭიროა თუ არა აღნიშნულ სიტუაციაში თავის ტვინის გამოკვლევა. ჩემმა ექიმმა მხოლოდ ჩივილებისა და ტესტის საფუძველზე დამისვა დიაგნოზი. ერთი კვირაა რაც დავიწყე მედიკამენტების მიღება და თავბრუსხვევა გამიქრა, მაგრამ თავის არეში ბუჟილის შეგრძნება ისევ მაქვს. დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან (სამუშაოდან გამომდინარე), რაც დისკომფორტს მიქმნის, ასევე ვგრძნომ მეხსიერების დაქვეითებას.
პასუხი:

მოგესალმებით,

თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. თავბრუსხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუსხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.

თავბრუსხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.

თქვენ შემთხვევაში, რა არის გამომწვევი მიზეზი, დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელი და არაპროფესიულია.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა