მოგესალმებით,
თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საუბარია შაკიკზე.
შაკიკი ანუ ჰემიკრანია გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.
შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს.
შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს. მაგალითად:
● საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, ყავა, ლუდი, ყველი, არაჟანი, ცხელი სოუსები);
● შიმშილი და ჰიპოგლიკემია (შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე);
● გარემო პირობები (სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე)
გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა..მაინტერესებს როცა თავი მტკივა ერთ მხარეს.მარტო მარჯვნივ.საფეთქელთან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რც იღვრება და გრძელდება ტკივილი ერთი დღე ან ორი..რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით..მადლობა წინასწარ
პასუხი: