ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს როცა თავის ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება საჭირო რაოდენობით.საჭიროა თუ არა ტომოგრაფიის გადაღება.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ვერტებრო–ბაზილარული არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრალურ და ბაზილარულ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა ვითარდება, როდესაც სისხლის მიმოქცევა მცირდება ან საერთოდ წყდება სისხლძარღვებში. ყველაზე ხშირი მიზეზი უკმარისობის განვითარების არის ათეროსკლეროზი. ასევე სხვა ფაქტორებია:

  • კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
  • ჰიპერტენზია;
  • დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე.

პირველ რიგში სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან. რომელიც შეკრებს ანამნეზს და მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ კვლევაზე.
თუ გამოიხატება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით საჭიროება, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა