გასტროენტეროლოგიური პრობლემა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, რამდენიმე თვეა მაწუხებს გულ-მკერდზე ზეწოლა, რომელიც ქვემოთ კუჭის მიდამოებამდე ჩამოდის და თითქოს გაბერილი მაქ და შებოჭილი მთელი ეს ნაწილი. იქიდან გამომდინარე, რომ კუჭის პრობლემები ადრე მქონდა, ჩავთვალე, რომ ისევ ამისგან იყო გამოწვეული, გავიკეთე გასტროსკოპია და დამიდგინდა კარდიის უკმარისობა, რეფლუქს ეზოფაგიტი და მჟავიანობა 1 მქონდა, მაქსიმალური და ამის გამო იყო, რომ ხშირად გულძმარვა მქონდა და გული მიმდიოდა. ექიმმა სავარაუდოდ ეს ყველაფერი იწვევს გულმკერდზე ზეწოლასო, 20 დღეზე მეტია ვსვამ წამლებს, რამდენიმე დღე დამრჩა, თავიდან თითქოს გამიარა, მაგრამ ისევ მაქვს გულმკერდზე საშინელი ზეწოლის შეგრძნება, გული ხშირად მიჩქარდება, სუსტად ვარ ხოლმე, წამოდგომისას თავბრუ მეხვევა, ღრმად ვერ ვსუნთქავ და დილითაც უჭმელზე დამძიმებული ვიღვიძებ, თუმცა დავაკვირდი, რომ მოძრაობისას და წოლისას შედარებით უკეთ ვარ ხოლმე. იქნებ მირჩიოთ, კიდევ რა გამოვიკვლიო, რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? შებერილობაც მაწუზებს ხოლმე და რამდენად შეიძლება ეს ნაწლავებთანაც იყოს კავშირში? ქოლესტერინიც ოდნავ მომატებული მითხრეს და წნევებიც ზოგადად დაბალი მაქვს ხოლმე, ესეც რამდენად კავშირშია? უკვე მუდმივი ხასიათი აქვს ამ ზეწოლას და მგონია ხოლმე, რომ ვეღარ ვისუნთქებ. გმადლობთ წინასწარ!
პასუხი:


მოგესალმებით,
მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
თქვენს შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ჩივილების გამომწვევი, ისევ კუჭი იყოს ,რომელიც ჯერ ვერ განიკურნა, გარდა ამისა საჭიროა გამოირიცხოს გულმკერდის აორტის დაავადებები ,სასურველია ჩაიტაროთ კვლევები ,დაიწყოთ გულისა და სისხლძარღვების დoპლერით და შემდეგ ,შეიძლება საჭირო გახდეს, რა თქმა უნდა კარდიოლოგის გადაწყვეტილებით ,აორტოგრაფია.
გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და პრობლემის წყარო დაადგინოთ. ზუსტი დიაგნოზის დასმის გარეშე მკურნალობის კურსი ეფექტური ვერ იქნება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კარდიოლოგთან რომელიც დაგეხმარებათ სწორი მეთოდის შერჩევასა და გამოჯანმრთელებაში.
დამატებითი ინფრომაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა