ნევროზი, გულისრევა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ჩემს ახლობელს აქვს ნერვოზი გულის რევითშეიძლება გულისრევა ხშირად თითქმის ყოველ დღე. ეს გულისრევა შეიძლება გამოწვეული იყოს ნერვოზით. კუჭი არ აწუხებს
პასუხი:

მოგესალმებით,
ნევროზის სახელით დღეს უამრავ პათოლოგიურ მდგომარეობას იხსენიებენ.
ნევროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც თან სდევს შინაგან ორგანოთა ფუნქციის მოშლა, თუმცა ნერვული ქსოვილის ანატომიური აგებულების თვალსაჩინო ცვლილებების გარეშე.
დიახ, ნევროზის ძირითად სომატურ სიმპტომებს შორისაა გულისრევა და ღებინება, თუმცა ამით თავის დამშვიდება არ შეიძლება და ბოლომდე უნდა იქნეს შესწავლილი სხვა,შესაძლო მიზეზები.
სასურველია, დარწმუნებით გამოირიცხოს გასტროენტეროლოგიური პათოლოგია და ასევე სხვა, ქრონიკული ინტოქსიკაციით მიმდინარე პათოლოგიები.
სავარაუდოდ პაციენტი მენოპაუზის (კლიმაქსი) პერიოდშია, ამიტომ საჭიროებს როგორც ნევროლოგის, ისე გინეკოლოგის ჩართულობას მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრაში.
გირჩევთ, პაციენტი მოიყვანოთ ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ყველა საჭირო სპეციალისტი ადგილზეა 24/7 რეჟიმში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა