მოგესალმებით,
მუცლის ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი. ტკივილი შეიძლება დროდადრო გაქრეს ან გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში.ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე და ხანმოკლე ან ქრონიკული (რამდენიმე კვირა ან თვე).ხშირად, მუცლის ტკივილის ლოკალიზაციის აღწერა მიზეზის დადგენას საკმაოდ აადვილებს, თუმცა ზოგჯერ ტკივილი უჩვეულო გავრცელებისაა და ეს პროცესი რთულდება. მიუხედავად ამისა, მუცლის ტკივილის მიზეზების სწორი დიაგნოსტირება ყოველთვის მოითხოვს ადგილმდებარეობის შეფასებას.შევეცდებით ჩამოგითვალოთ დაავადებები, რომელიც მუცლის ტკივილს იწვევს:
- ანთება (აპენდიციტი, დივერტიკულიტი, კოლიტი);
- ნაწლავის ობსტრუქცია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბლოკირება;
- ღვიძლის შეშუპება;
- სისხლის მიწოდების შეფერხება (იშემიური კოლიტი) და ა.შ.
მუცლის ტკივილი კიდევ ბევრ დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მუცლის ტკივილს ყველაზე ხშირად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას უკავშირებენ.
გასტრიტი ანუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაც ხშირად ასეთივე შეგრძნებებს იწვევს.
გასტრიტის მთავარი სიმპტომი ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნებაა, თუმცა ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როცა პაციენტი არაფერს უჩივის. გარდა ტკივილისა, გასტრიტის დროს მოსალოდნელია გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
გირჩევთ, მიმართოთ ექიმს და პრობლემის წყარო დაადგინოთ. ზუსტი დიაგნოზის დასმის გარეშე მკურნალობის კურსი ეფექტური ვერ იქნება, ხოლო თვითმკურნალობა დაუშვებელია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს გასტროენტეროლოგთან, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს (გასტროსკოპია), ხოლო ამის შემდეგ დაგეგმავს შესაბამის ინდივიდუალურ მკურნალობას.
დამატებითი ინფრომაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!