„ტაქიკარდია“ - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა , თუ გამოვრიცხავტ გულის პრობლემას ტახიკარდიას შესაძლებელია იწვევდეს საყლაპავის უმნიშვნელო თიაქარი ან გასტრო ეზოფ. რეფლექსი ? ზოგადად მაინტერესებს
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. ტაქიკარდიაგულისცემის სიხშირე ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი, საზოგადოდ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის სისხლი უნდა გადაქაჩოს გულმა სისხლძარღვებში. ჩვეულებრივ, გულს მეტი ჯაფა ადგება ფიზიკური დატვირთვისას.
საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის გულისცემის სიხშირე (ნორმალური პულსი) წუთში 60-დან 80-მდე მერყეობს, სპორტსმენებისა - 40-დან 60-მდე. ასაკოვანი და დასუსტებული ადამიანის გულისცემამ შესაძლოა წუთში 90-100 დარტყმას მიაღწიოს.
პულსი არტერიული კედლის რიტმული რხევაა, რომელსაც მარცხენა პარკუჭიდან აორტაში სისხლის გადასვლის შედეგად მისი კედლის შერხევა და ამ ტალღის სისხლძარღვის კედლის გასწვრივ გავრცელება განაპირობებს.
გულისცემის სიხშირის ცვლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • არტერული წნევის მერყეობა;
  • ასთმა;
  • ანემია;
  • ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა.

ასევე გულის მუშაობის რიტმიდან ამოვარდნას ხელს უწყობს:

  • კოფეინი;
  • ნიკოტინი;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ალკოჰოლი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

დიახ, ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ტკივილთან ან ნერვულ დაბოლოებათა რეფლექსურ გაღიზიანებასთან, მათ შორის საყლაპავის თიაქარი ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი, შესაძლოა გახდეს ტაქიკარდიის მიზეზი.
დიაგნოსტირებისათვის შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს და მონაცემთა ობიექტური შეფასების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე. რის შემდეგაც დაისმება დიაგნოზი და მოგეცემათ მითითება მკურნალობის შესახებ.
გასტროსკოპიული კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა