მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჰეპატომეგალია;
- ჰეპატომეგალიის გამომწვევი მიზეზები;
- დიაგნოსტირების მეთოდები.
ჰეპატომეგალია ანუ ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ღვიძლის უჯრედების - ჰეპატოციტების - დისტროფია, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა;
- გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება;
- ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.
ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის დღესდღეობით ტარდება შემდეგი კლინიკური–ლაბორატორიული კვლევები:
- ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია;
- ლაპარასკოპია;
- პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით;
- იზოტოპური გამოკვლევა.
ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, თუ სახელდობრ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე კონკრეტულ შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში და მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია.
იქიდან გამომდინარე, რომ ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ბიოქიმიურ ტესტებს ან ბიოქიმიურ სინჯებს, ვფიქრობთ საჭირო იქნება მათი ჩატარებაც.
თუმცა, გირჩევთ, კვლავ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები, ანამნეზის შეკრების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება გაგცეთ კორექტული პასუხი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!