კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს შეკრულობა. არ მეჭმევა მაიონეზიანი კერძები რადგან ნაწლავებში ტკივილებს იწვევს.გავდივარ სამ დღეში ერთხელ ან ოთხ დღეში ერთხელ.შებერილობა არ მაწუხებს. თვეში ერთხელ ან კიდევ სამ თვეში ერთხელ ღებინების შეგრძნებას როგორც კი მაძლევს ეგრევე წყალივით ამოვა ცოტა და მსუბუქად ვიგრძნობ თავს . მირჩიეთ რამე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
შეკრულობა ეს არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. თუმცა, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
შეკრულობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ასევე ნაწლავგარე დაავადებები.
ნაწლავის დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა ანთებითი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიულად.
ეგრეთწოდებული მექანიკური შეკრულობის დროს კი, ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.
მიზეზი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიაა – ჰირშპრუნგის დაავადება ან იდიოპათიური მეგაკოლონი, რომლის დიაგნოსტირებისთვისაც ვიყენებთ კვლევის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ მეთოდებს.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ხშირი შეკრულობა საყურადღებოა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.
რაც მალე მიმართავთ ამ პრობლემის არსებობისას გასტროენტეროლოგს უფრო შედეგიანიც იქნება მკურნალობა და მით მალე გამოჯანმრთელდებით.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili-- 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა