მოგესალმებით,
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებითა და სიმპტომებით ვლინდება.
თორმეტგოჯა ნაწლავში, მჟავიანობის მომატების ფონზე, მიკრობები გამრავლებას იწყებენ ნაწლავებში, შემდეგ კი თანდათანობით გადმოინაცვლებენ თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში. შედეგად ზიანდება კუჭის ლორწოვანი გარსი, ირღვევა მონელების პროცესები, რასაც შესაბამისი სიმპტომების გამოვლენა მოჰყვება.
როგორც აღნიშნავთ, "იღებდით ასპირინს", დიახ, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ასპირინსაც გამოეწვია. თუმცა, რა არის თქვენი სიმპტომების მიზეზი, ზუსტი პასუხის გაცემა დისტანციურად, ჩვენი მხრიდან არაკორექტულია. მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში სრულ გასტროსკოპიურ კვლევას 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად. აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
აქცია ძალაშია ყოველ პარასკევსა და შაბათს.
რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.
ნივთიერებათა ცვლის დროს ხანგამოშვებით შეიმჩნევა სისხლი და ყოველი ჭამის შემდეგ ტკივილი კუჭის მიდამოებში .რამოდენიმე დღე ვიღებდი ასპირინს სანამ ეს ჩვენებები დამიფიქსირდებოდა.ჰესაძლებელია ეს გამოეწვია ასპირინის მიღებას და კუჭის გაგიზიანება და რას მირჩევდით.?
მადლობა
პასუხი: