მოგესალმებით,
თუ თქვენ ეჭვი გაქვთ მსხვილი ნაწლავის კიბოზე, ამ შემთხვევაში მოგახსენებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ჩართულია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგში.
აქციით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ პაციენტებს. ( პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებული უნდა იყოს – ქალაქი თბილისი).
სკრინინგის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31538/mskhvili-nawlavis-kibo-%E2%80%93-gtavazobt-mskhvili-nawlavis-kibos-skrinings,-qirurgiis-erovnuli-centri-ertveba-tbilisis-meriis-mier-gamockhadebul-skriningshi
მნიშნვნელობა აქვს თუ რომელ პათოლოგიას ვიკვლევთ, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია, ჩატარდეს კვლევები როგორც ენდოსკოპიური მეთოდით, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიით. კტ კვლევის შემთხვევაში, შესაძლებელია „პირველი პუნქტი“ მუცლის ღრუს გამოკვლევაში შევიდეს.
უმჯობესია, მობრძანდეთ კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი და შეგერჩევათ საჭირო კლინიკური კვლევა. რომლის მიხედვითაც შემოგთავაზებთ შესაბამის კვლევაზე ფასდაკლებებს აქციის ფარგლებში. ხოლო კვლევების ჩატარების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
დიახ, ჩვენი კლინიკა არის „არდის“ პროვაიდერი, თუმცა რამდენად დააფინანსებენ თქვენს კვლევებს, სასურველია დააზუსტოთ თქვენს სადაზღვევო კომპანიასთან ,მას შემდეგ რაც კომპანიაში წარადგენთ ექიმის მიერ შევსებულ ფორმა 100-ს და ანგარიშფაქტურას .
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!