მუცლის შებერილობა – მეტეორიზმი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა უკვე სამი კვირაა რაც მუცლის შებერილობა მაწუხებს და თან ასე მგონია მიცელში ფეთქავს რაღაც თქო ან გულიდან გადაცემული სიგნალია და მეჩვენბა არვიცი, ციკლი მომივიდა 11 და დამიმთავრდა 16ში ჩველებრივ სულ ასე ვარ, მეგონა მენსტრუალური ტკივილი იყო მაგრამ მანმდე უნალექო ყავას ვსვავდი ერთი კვირა ყოველ დღე, ამის ბრალი ხომარ იქნება? მაქვს ბოყინის შეგრძნება დეფეკაციიას ისე ხშირას და მოწესრიგებულად ვერ ვახორციელბ როგორც ადრე, მუცელიც მიღრუის თითქოს და რისი ბრალი იქნება? 17წლისვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ თქვენი ჩივილის გამომწვევია მეტეორიზმი, რომელიც მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება.
ხშირ ბოყინს იწვევს:

  • სწრაფი კვება;
  • სითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღება;
  • ჭამის დროს საუბარი;
  • საღეჭი რეზინის ღეჭვა;
  • თამბაქო და ა.შ.

საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში წარმოქმნილი აირები მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი, მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში.
მეტეორიზმის განვითარებას, ასევე ხელს უწყობს უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა:

  • პარკოსნები (ლობიო);
  • ბროკოლი;
  • კომბოსტო;
  • ხილი;
  • მარცვლეული;
  • კარტოფილი და ა.შ.

მუცლის შებერილობა ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან.
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ჩასატარებლად შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს. რომელიც სათანადო კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა