მოგესალმებით,
ცელიაკია არის გლუტენური ენტეროპათია, საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც უმთავრესად ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. დაზიანებას განაპირობებს ზოგიერთ მარცვლეულ კულტურაში შემავალი ცილები.
ცელიაკიის დიაგნოსტირება რამდენიმე საფეხურს მოიცავს. საბოლოო დიაგნოზი დაისმის კლინიკური, სეროლოგიური და მორფოლოგიური გამოკვლევების მონაცემთა ერთობლივი შეფასებით.
თუ აღმოჩენილ იქნა ანტისხეულების მომატებული დონე, სტაციონარში ტარდება ენდოსკოპიური გამოკვლევა წვრილი ნაწლავის ბიოფსიით.
ცელიაკიის დიაგნოსტირება არ არის რთული, თუ ექიმს აქვს ზოგადი წარმოდგენა ამ დაავადების შესახებ, თუმცა თავს იჩენს ერთი პრობლემა - არანაწლავისმიერი, ანუ ატიპურად მიმდინარე ცელიაკია პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კლასიკურად მიმდინარე.
დიაგნოსტირებისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!