მოგესალმებით,
დიახ, თქვენი სიმპტომების გამომწვევი შეიძლება, რომ იყოს ნაღვლის რეფლუქსი. ნაღვლის რეფლუქსი ნიშნავს ღვიძლში წარმოქმნილი მომნელებელი სითხის კუჭში ან საყლაპავში ამოსვლას.
ნაღვლის რეფლუქსის გარჩევა გასტროეზოფაგური რეფლუქსისგან რთულია. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად, მსგავსია და ეს ორი მდგომარეობა ხშირად ერთადაც ხდება. დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის ზედა არეში;
- ხშირი გულძმარვა;
- წვის შეგრძნება გულმკერდში, რომელიც ვრცელდება ხახისკენ;
- მწარე გემო პირის ღრუში;
- გულისრევა;
- ღებინება;
- წონაში კლება უმიზეზოდ და ა.შ.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდგომ დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს და დიაგნოზის დასმის შემდეგ – შესაბამის მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!