კითხვა: გამარჯობა მაქვს ესეთი პრობლემა უკვე 2 წელზე მეტია პირში მაქ სიმწარე, ენაზეც ვგრძნობ ამ სიმწარეს. ადრე თქვენთან ზონდიც გადავყლაპე ეროზიაც მქონდა. მკურნალბა დამინიშნეს ეროზიები ამილაგდა მაგრამ ეს სიმწარე მაინც დამრჩა უკვე დისკომფორტს მიქმნის რა შეიძლება გავაკეთო ამ პრობლემის მოსაგვარებლად მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მწარე გემო პირის ღრუში, იგივე დისგევზია ხშირად მიგვანიშნებს ღვიძლის დაავადებებსა და ნაღვლის სტაგნაციაზე. ასევე სავარაუდოა სანაღვლე გზების პრობლემებიც.
გამომწვევი მიზეზის დასადგენად პაციენტის პირის ღრუს დათვალიერებაც საკმარისია. ექიმი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას მიღებულ მედიკამენტებზე, თამბაქოს წევაზე, არსებულ პათოლოგიებზე.
გირჩევთ, კვლავინდებურად მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი ანამნეზური მონაცემებისა და კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა