ყვითელი ფერის ნადები - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვუჩივი დაახლოებით 1 წელი ენაზე ნაცხ მოყვითალოს, ვიყავი ბაქტერიფაგში ანალიზის შემდეგ ამოვიდა სტაფილოკოკი უხვი ზრდით და სოკო ნორმალური ზრდით. ოჯახის ექიმა დამინიშნა ნისტატინი და პიობაქტერიოფაგი 10 დღე , მკურნალობის შემდეგ შედეგი ნული. შემდეგ გასტრო ენტერელოგთან გამიშვა დიაგნოზი დამისვევს ზედაპირული გასტრიტი. ვსვავ ბიგეტრიკის, ქვამატლს. ემანრერას და კოკლავს. უკვე ათი დღეა დაა შედეგი არ ჩანს ისევ ამასთან ერთად ყელი მაქვს წითელი და ხსშირად მაქვს დაბალი სიცხე. რას მირჩევთ თქვენ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ენაზე ყვითელი ფერის ნადები, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებაზე მიგვანიშნებს.
ეს სიმპტომი ახასიათებს პირის ღრუს სოკოს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებას.
ენაზე ბაქტერიების დაგროვებიდან გამომდინარე, პაციენტები ხშირად უჩივიან ტკვილს ყელის არეში. ასევე, ხშირია ცვილებები ტემპურატურის თვალსაზრისით.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნვათ მკურნალობას აპრობირებული მეთოდით.
მანამდე კი, მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:

  • მირთვიით რძის პროდუქტები და მარცვლეული.
  • გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი საკვების მიღება;
  • გაისუფთავეთ ენა ყოველ დილა-საღამს ჯაგრისის რბილობის დახმარებით.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24


სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა