მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
შეხორცებები არის ფიბრომული ჭიმები, რომელიც ვითარდება ორგანიზმში როგორც დამცავ რეაქციად ანთებით პროცესთან მიმართებაში. ყველაზე ხშირი გართულებაა ნაწლავთა შეხორცებითი გაუვალობა.
ეტიოლოგიური მიზეზები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად :
- პოსტოპერაციული მიზეზები;
- პოსტინფექციის შემდგომი მიზეზები;
- სხივური თერაპიის შემდგომი შეხორცებები.
ჩვენთვის ცნობილი მეთოდებიდან, რაც გამოიყენება შეხორცებითი გაუვალობის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით ეს არის ლაპაროსკოპიული ოპერაცია, რომლის დროსაც აბდომინალური (მუცლისმხრივი) განაკვეთის დახურვის დროს ზოგჯერ სპეციალურ თხელ მასალას აფენენ ნაწლავებს, რათა შეხორცებების წარმოშობას ხელი შეუშალონ. ეს მასალა ორგანოთა ჰიდრატირებას ახდენს და ამ გზით შეხორცების განვითარებას აფერხებს, თავად კი რამდენიმე კვირაში გაიწოვება.
ცხადია, აუცილებელია კვების რაციონის შედგენა და მნიშვნელოვანია მისი გარკვეული რეჟიმის დაცვა.
ზოგიერთ საკვებს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ახასიათებს შეკრულობის, აირთა დაგროვების, ძნელად და ხანგრძლივად მონელების და სხვა ტიპის თანმხლები მოვლენები.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კოსნულტაციზე, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი დაგეხმარებათ ცხოვრების და კვების რაციონალური რეჟიმის შემუშავებაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!