კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს, როგორ გავარჩიო ცელიაკია, ხორბლის ალერგია და გლუტეინის აუტანლობა ერთმანეთისგან? ბიოფსიის გარდა, სხვა რა კვლევა უნდა ჩავატაროთ ამის დასადგენად?
პასუხი:

მოგესალმებით,

ცელიაკია არის გლუტენური ენტეროპათია, საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც უმთავრესად ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. დაზიანებას განაპირობებს ზოგიერთ მარცვლეულ კულტურაში შემავალი ცილები. ცელიაკიით დაავადებულთათვის ტოქსიკურია სპირტში ხსნადი ცილები – პროლამინები, კერძოდ, გლიადინი – ხორბლის ცილა, სეკალინი – ჭვავისა, გორდეინი – ქერისა, ხოლო შვრიაში შემავალი ცილის, ავენინის ტოქსიურობა ჯერ კიდევ საკამათოა. სამედიცინო ლიტერატურაში ცელიაკიით დაავადებულთათვის მარცვლეულში შემავალი ყველა საშიში ცილა გაერთიანებულია ერთი სახელწოდებით – გლუტენი.

ცელიაკიის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს გლუტენით ინტოქსიკაცია ხშირად მძიმე გართულებებს იწვევს. იგი უმეტესად ასოცირებულია ისეთ დაავადებებსა და სინდრომებთან, როგორებიცაა პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ავტოიმუნური თირეოიდიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი.

ცელიაკიის დიაგნოსტიკა რამდენიმე საფეხურს მოიცავს. საბოლოო დიაგნოზი დაისმის კლინიკური, სეროლოგიური და მორფოლოგიური გამოკვლევების მონაცემთა ერთობლივი შეფასებით.

თუ აღმოჩენილ იქნა ანტისხეულების მომატებული დონე, სტაციონარში ტარდება ენდოსკოპიური გამოკვლევა წვრილი ნაწლავის ბიოფსიით.

ცელიაკიის დიაგნოსტიკა არ არის რთული, თუ ექიმს აქვს ზოგადი წარმოდგენა ამ დაავადების შესახებ, თუმცა თავს იჩენს ერთი პრობლემა -  არანაწლავისმიერი, ე.ი. ატიპურად მიმდინარე ცელიაკია პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კლასიკურად მიმდინარე.

ამ დაავადების მკურნალობისა და გართულებათა პრევენციის ერთადერთი მეთოდია უგლუტეინო მკაცრი დიეტა, რომელიც მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, ცელიაკიის დიაგნოზი ექიმის მიერ სრულყოფილი დიაგნოსტიკის შემდეგ დადგინდა თუ ეს უბრალოდ თქვენი ვარაუდია?

დიაგნოსტირებისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ  სრული გასტროსკოპიული  კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30649/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა