ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,საკვების მიღების შემდეგ ხშირად მაქვს ისეთი შეგრძნება,თითქოს ლუკმა მაქვს სადღაც საყლაპავში გაჩხერილი,გულთან მაქვს ჭვალი ერთი სიტყვით საშინელი დისკომფორტი,იძულებული ვარ ამოვიღო უკან,მერე ვთავისუფლდები.ასეა ორი წელი.კუჭის რენტგენოსკოპიის დასკვნა ასეთია კარდიოსპაზმი, კუჭის დისკინეზია,ეროზიული გასტრიტი.მაქვს ქრონიკული ქოლეცისტიტიც.ვიმკურნალე გასტროენტეროლოგის დანიშნული წამლებით სტამიკი,ბიჯეტრიკი,კლავერა,სფრომილიდე,სპარექსი.შედეგი მხოლოდ ორი კვირა მქონდა.ვაგრძელებ მკურნალობას მეორე თვეა ისევ იგივე მდგომარეობა მაქვს.გთხოვთ მირჩიოთ რამე.წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიში რეკომენდაციას ვერ მოგცემთ. საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტმა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა ობიექტურად.
სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორც აღნიშნავთ "საკვების მიღების შემდეგ ხშირად მაქვს ისეთი შეგრძნება,თითქოს ლუკმა მაქვს სადღაც საყლაპავში გაჩხერილი”, ვფიქრობთ შესაძლოა საქმე ეხებოდეს კარდიის უკმარისობასაც, რომელიც რეფლუქსეზოფაგიტის დროს ყალიბდება, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია: რაციონალური კვების დაცვა, მოწევასა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირიდთ, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასუვრველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა