დუოდენოგასტრალური და რეფლუქს–ეზოფაგიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ჩემი დიაგნოზია დუოდენოგასტრალური რეფლუქს გსტრიტი. Aმ დაავადებაზე ინფორმასია ვერსად მოვიზიე. ღოგორ ვიმკურნალო.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, საუბარი გაქვთ დუოდენოგასტრალურ და რეფლუქს–ეზოფაგიტზე, ეს არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც თან ახლავს ანთებითი ხასიათის ცვლილებები საყლაპავი მილის დისტალური ნაწილის ლორწოვანზე. ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზია 12-გოჯა ნაწლავისა და კუჭის შიგთავსის გადანაცვლება საყლაპავი მილის სანათურში.
ამის შედეგად შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ვითარდება საყლაპავი მილის ქვემო მესამედის კატარული ანთება, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში – პეპტიური დაზიანებები ეროზიებისა და წყლულების სახით.
მკურნალობა ტარდება კონსერვატიულად. კუჭ – საყლაპავის რეფლუქსის მოსახსნელად იკრძალება სხეულის დახრასთან და მუცლის პრესის დაჭიმვასთან დაკავშირებული ფიზიკური მუშაობა.
რეკომენდებულია ძილი ნახევრად აწეული სხეულით. მედიკამენტებიდან ინიშნება შემკვრელი და ანტაციდური პრეპარატები. მკვეთრად გამოხატული თანმხლები ეზოფაგოსპაზმის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდგომ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა