მოგესალმებით,
მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორულ ფუნქციაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:
- პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
- ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
- რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
- მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.
თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თუ დიაგნოსტიკისათვის და მკურნალობის შერჩევისთვის მიმართავთ გასტროენტეროლოგს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გასტროსკოპიული კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!