მოგესალმებით,
შესაძლოა თქვენი ჩივილების მიზეზი საყლაპავის დაავადებით იყოს გამოწვეული, საყლაპავი მილის სხვადასხვა პათოლოგია ხშირად იწვევს ასეთ სიმპტომებს.
გამოსარიცხია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, შესაძლოა კარდიოსპაზმიც. ასევე უნდა გამოირიცხოს სანაღვლე გზების დისკინეზია. მიმართეთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს.
არ არის გამორიცხული ჩივილების ნევროგენული მიზეზიც, თუმცა ჯერ გასტროენტეროლოგს გაესაუბრეთ და თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, შემდეგ მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტი.
ვიზიტისას თუ გამოიხატება გასტროსკოპიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !