კითხვა: ნერვიულობის ან სტრესის შემდეგ ხშირი აშლილობა ან შეკრულობა მუცლის რას ნიშნავს? არის პერიოდულად აშლილობა. როგორი მკურნალობაა საჭირო? იმოდიუმი პირველ რიგში მაგრამ მერე რა უნდა იღონოს ადამიანმა? როგორ უნდა მოერიოს ასეთ დაავადებას?
პასუხი:

მოგესალმებით!
დიარეა, იგივე ფაღარათი, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.
დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღეღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა.
დიარეას ინფექციური და არაინფექციური ფაქტორები იწვევს. ინფექციური გამომწვევებია:

  • ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა და სხვა;
  • ვირუსები – კერძოდ, ენტეროვირუსები (როტავირუსი, ადენოვირუსი )
  • არაინფექციური გამომწვევებია :
  • კვებითი ალერგენები;
  • მედიკამენტები (მათ შორის – მეტრონიდაზოლი, დალაცინი);
  • თირეოტოქსიკოზი;
  • ზოგიერთი ნივთიერების (ლაქტოზა) აუტანლობა.

როგორც აღნიშნავთ, სტრესის შემდეგ ვითარება ფაღარათი, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ადრენალინის ჭარბი გამოყოფის შედეგად.

შეკრულობა

ანუ ყაბზობა ნაწლავის მოქმედების შემცირებას, დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერებას ნიშნავს. ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შეუწუხებია.
შეკრულობის ძირითად მიზეზს განავლის წარმოქმნისა და ნაწლავებში მისი გადაადგილების შეფერხება წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • კალციუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური მედიკამენტები;
  • ცვლილებები ჩვეულ დიეტაში;
  • დიდი რაოდენობით რძის პროდუქტები;
  • პასიური ცხოვრების წესი;
  • არასაკმარისი წყლის ან ბოჭკოს შემცველი საკვების მიღება;
  • ნაწლავების მოქმედების მოთხოვნის მოთმენა – რასაც ზოგიერთი ადამიანი აკეთებს ჰემოროიდების – (ბუასილის) გამო;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (განსაკუთრებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები,
  • ანტიდეპრესანტები და რკინის შემცველი აბები);
  • სტრესი;
  • ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთირეოზი).

რაც შეეხება პრეპარატებს, სასურველია თავი აარიდოთ დამოუკიდებლად მათ დანიშვნას, თუკი მაინც მიმართავთ თვითნებურ მკურნალობას, მაშინ გაითვალისწინეთ, ასეთ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატს არ აქვს შედეგი 2 დღის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და საჭირო კვლევების დანიშვნის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
ასევე გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღე პარასკევი, ნევროლოგთან, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა