გასტროეზოფაგური რეფლუქსი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 44 წლის.მაქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსი.დიდი ხანია ვმკურნალობ უშედეგოდ.თუ ხერხდება ამ პრობლემისგან სრულიად გათავისუფლება ოპერაციულად ან მის გარეშე. ვაკონკრეტებ განკურნება და არა მკურნალობა. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას.
მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
იქიდან გამომდინარე, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი მართვადი დაავადებაა, რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობის – რაც გულისხმობს დიეტოთერაპიას (მცირე ულუფებად საკვების ხშირი მიღება, ცხარე, მჟავე და მარილიან საკვებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, ყავასა და შოკოლადზე უარის თქმა) და ანტაციდების (კუჭის წვენის სიმჟავის დამაქვეითებელი საშუალებები) და საყლაპავისა და კუჭის მოტორული ფუნქციის მარეგულირებელი პრეპარატების დანიშვნის შემდეგ, განკურნება შესაძლებელია.
მძიმე შემთხვევებში კი, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ , დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევებს და შეარჩევს ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობას.

ვიზიტისას, თუ გამოიხატება გასტროსკოპიით განმეორებითი კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა