მოგესალმებით,
სასურველია, ზუსტად ვიცოდეთ თქვენი კვლევის პასუხი. თუმცა, სავარაუდოდ ჩივილის მიზეზია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგი დადგება. მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები.
მედიკამენტების მიღებას მაქსიმალურად უნდა აარიდოთ თავი (გარდა აუცილებელი შემთხვევებისა). ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სპაზმოლიზური პრეპარატები, საჭიროებისამებრ - ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელი საშუალებებიც. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიაც. კომპლექსურად გასტროენტეროლოგის და ნევროლოგის ერთობლივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ, სანამ არ ალაგდება პროცესი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია როგორც გასტროენტეროლოგთან, ისე ნევროლოგთან.
ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ გვედნობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!