კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვლევები - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მაწუხებს კუჭ-ნაწლავი.როგორ ხდება მისი გამოკვლევა.ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის გასტროსკოპია;
  • რა არის კოლონოსკოპია;
  • როდის ტარდება კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვლევის არაერთი მეთოდი არსებობს და მათი ინფორმაციულობა საძიებო დაავადების შესაბამისია.

  • კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა – ტარდება, როდესაც პაციენტს გამოხატული აქვს ყლაპვის დარღვევის, მკერდის ან მუცლის ღრუს საპროექციო არეში ტკივილის, პირღებინების, შეკრულობისა და ფაღარათის, სისხლიანი განავლის ეპიზოდის და ზოგიერთი სხვა ჩივილის არსებობა.
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ენდოსკოპის საშუალებით ხდება ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება, სარქველების ფუნქციონირების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ლორწოვანის დაზიანებული ნაწილის ბიოფსია. ამ გზით აღებულ მასალას უტარდება ციტოლოგიური ანალიზი წყლულისა და დაწყლულებული სიმსივნის დიფერენცირებისთვის.
  • კოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის კვლევის ენდოსკოპიური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ანთებითი, ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტირებისთვის.

muclis_grus_kvlevebi

თუ რომელი კვლევა იქნება თქვენს შემთხვევაში მეტად ინფორმაციული, ამას წყვეტს გასტროენტეროლოგი, ანამნეზური მონაცემების შეკრების შემდეგ.
ამ მიზნით, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი–გასტროენტეროლოგი, ქალბატონი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.
საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა