კითხვა: გასტრიტი თუ მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით? ჰემოგლობინი დაბალი, როე მაღალი?
პასუხი:

მოგესალმებით,
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს (მწვავე) ან თანდათანობით განვითარდეს (ქრონიკული).
დიახ, შესაძლებელია, რომ გასტრიტმა გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მომატება.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში, მიზეზი გასტრიტი არის თუ არა, ამას მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა