კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს არის თუ არა საშიში კუჭის ეროზია და გადადის თუ არა სიმსივნეში
პასუხი:

მოგესალმებით,

კუჭის ეროზია ეს არის  კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტი, რომელიც   ხშირად ვლინდება წყლულისმაგვარი სინდრომით.

წყლული კი,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება.

წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ზოგჯერ კი, ყაბზობაც.

აუცილებელია, მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგანაც ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკური კვლევების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან, მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდის შერჩევასა და გამოჯანმრთელებაში.

სავარაუდოდ, საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, რაზეც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აქციის ფარგლებში ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა