კითხვა: ვარ 70 წლის. მარტში გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, რის გამოც ვსვავ რამოდენიმე წამალს.კუჭის დამცავს, ეუთიროქსს,D ვიტამინს,კალციუმ D3,აგრეთვე ტენორეტეკს და სორვასტას. რამოდენიმე დღეა ძალიან შემაწუხა კუჭმა-ძალიან მებერება და თითქოს ქამარი მიჭერს. პირი მაქვს გამოკალული,ანუ რკინის გემო მაქვს. როგორ მოვიქცე? ზონდის გადაყლაპვა არ შემიძლია. რა მედიკამენტები მივიღო? გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
ვფიქრობთ, რომ თქვენს მიერ დასახელებული ჩივილები შეიძლება უკავშირდებოდეს პრეპარატების მიღებას.
მუცლის შებერილობა და სხვა დისპეფსიური მოვლენები ,ზოგადად, მონელების პროცესების შეფერხებაზე მიანიშნებს .
მნიშვნელოვანია ,რომ აღნიშნული სიმპტომები განიხილოთ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად ,სწორედ მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს არსებული დანიშნულების კორექცია .
ხოლო თუ გსურთ ჩვენი სპეციალისტების მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან და ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომლებით ერთობლივად და ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ თქვენი პრობლემების მოგვარებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!