გასტრიტი, რეფლუქსი, კოლიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, დიდი ხანია მაწუხებს მარჯვენა ფერდის ქვეშ ყრუ ტკივილი, წვა & სიმძიმის შეგრძნება. გადავიღე რენტგენი & მუცლის ღრუს ექოსკოპია, გამოირიცხა ნაღვლის ბუშტი & ღვიძლი, მაქვს გასტრიტი, რეფლუქსი, კოლიტი, ვიმკურნალე ნოლპაზით, ცოტა შეღავადი მომეცა, მაგრამ მაინც მარჯვენა მხარეს დისკომფორტი მაქვს. თუ შეიძლება ამ დიაგნოზით ასეთი ჩივილი? რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანცურად დიაგნოსტირება გაგვიჭირდება, თუმცა შესაძლოა, ჩივილი გამოწვეული იყოს ნაწლავებში აირების გადაადგილებით. მითუმეტეს, თქვენს შემთხვევაში ნაწლავურ პრობლემებს თან ერთვის:

  • გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება;
  • რეფლუქსი – საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება კუჭის შიგთავსის ამოსვლით საყლაპავში;
  • კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.

ასეთ დროს ინიშნება დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს.
დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.
რაც შეეხება ნოლპაზას, იგი რეკომენდებულია ხანგრძლივად მკურნალობისთვის. შესაბამისად უნდა გააგრძელოთ მისი მიღება ,ვინაიდან, როგორც ამბობთ, გშველით.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში. ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღლკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი.
შეჯერდება მონაცემები ობიექტურად და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიაკს, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა