მოგესალმებით,
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება.
გასტრიტი უმეტესად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს:
- გულისრევა;
- მუცლის შებერილობა;
- მუცლის ტკივილი
- ღებინება;
- დიარეა;
- მუცელში წვის შეგრძნება საკვების მიღებამდე ან ღამით;
- სლოკინი.
შესაბამისად, თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომებიც გასტრიტიდან გამომდინარეობს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა უმჯობესია, განმეორებით ჩატარდეს კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს პათოლოგიის ამჟამინდელი მდგომარეობა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება თქვენზე მორგებული კომპლექსური მკურნალობის დანიშვნა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას. შეჯერდება მონაცემები ობიექტურად და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა. სხვა შემთხვევაში, დაავადების მართვა მიმოწერის რეჟიმში, რა თქმა უნდა შეუძლებელია.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!