ჰელიკობაქტერია - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა.მახარებს ასეთი სიახლეები,პირველად გწერთ.ვარ 33 წლის.რამდენიმე თვეა გამიგრძელდა ტკივილი კუჭთან ,მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ეპიგასტრიუმში ხელის დაჭერისას სიმაგრე და წვის,ტკივილის შეგრძნება მაქვს.გაუსაძლისად არა მაგრამ მუდმივად მაწუხებს.ჩატარებული მაქვს გასტროსკოპია.მქონდა ეროზიები.ვიმკურნალე ენტერო ვირუსზე,წამლებს რომ ვსვამდი გამიყუჩდება რამდენიმე თვეა( იანვრიდან აპრილამდე) , ახლა აღარ ვსვამ.ისეთს მჟავე,მწარე,ალკოჰოლი,სიგარეტი და ა.შ არ ვეკარები არც მოთხოვნილება არ მაქვს.ვერ გამოვჯანმრთელდი.რა შეიძლება იყოს,უმორჩილესად გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე? ნეტავ რა მჭირს
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ჰელიკობაქტერიას, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.

პილორუსის ჰელიკობაქტერია მიკრობია, რომელიც, ყველაზე ხშირად იწვევს გასტრიტს.

მას შეუძლია, როგორც მწვავე, ისე ქრონიკული გასტრიტი გამოიწვიოს. პილორუსის ჰელიკობაქტერია საკმაოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით  განვითარებად ქვეყნებში. ინფიცირება, წესისამებრ, ბავშვობაში ხდება, თუმცა შესაძლოა, ინფიცირებულმა ისე გალიოს ცხოვრება, რომ არაფერმა შეაწუხოს. მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, როგორ ვრცელდება ჰელიკობაქტერია. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიკრობი ინფიცირებული საკვების, წყლის ან ჭურჭლის მეშვეობით გადაედება, ვინაიდან ის ზოგიერთი ინფიცირებულის ნერწყვში აღმოჩნდა.

კუჭის ლორწოვანის დაზიანების ფონზე განვითარებულ გასტრიტს რეაქტიულს უწოდებენ. რეაქტიული გასტრიტიც შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, გამოიწვიოს ეროზიები და მსუბუქი ანთება.

პაციენტის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს,  მთავარი მიზანი ჰელიკობაქტერიის ორგანიზმიდან გამოძევება და მჟავიანობის  დაქვეითებაა.

აღსანიშნავია ,რომ მკურნალობის პროცესი რთულია და შესაძლოა ხანგრძლივი იყოს ,თუმცა შედეგის მიღწევა შესაძლებელია ..

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე,რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰელიკობაქტერიის ერადიკაციის საკითხში .

ვიზიტის დროს შესაძლოა დაისვას საკითხი  სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე, რომლის პირობები  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა