მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:
- ქრონიკული გასტრიტის დახასიათება;
- პათოლოგიის ტიპები;
- კვების აკრძალული რაციონი;
- დიფერენციული დიაგნოსტირება.
ქრონიკული გასტრიტი ხასიათდება ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებით და დისრეგენერაციული ცვლილებებით. იგი სხვადასხვა ეტიოპათოგენეზური ბუნების დაავადებაა, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: კუჭში მჟავიანობა თანდათანობით ქვეითდება, თორმეტგოჯა ნაწლავში კი იმატებს.
არსებობს ქრონიკული გასტრიტის რამდენიმე ტიპი, ესენია:
- აუტოიმუნური;
- ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული;
- ქიმიურ-ტოქსიკური (დუოდენური, ან ალკოჰოლით, ან მედიკამენტებით გამოწვეული);
- ლიმფოციტური.
გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, საკვები რაციონიდან უნდა ამოიღოთ შემდეგი პროდუქტები:
- ცომეული;
- ტკბილეული;
- რძე;
- ახალი ხილი და ბოსტნეული;
- პარკოსნები - ბარდა, ლობიო;
- შებოლილი პროდუქტი;
- არაჟანი;
- მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები;
- პომიდორი.
თუ ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, შედეგი არ დადგება, აუცილებელია დიფერენციული დიაგნოსტირება H.pylori-ს იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
გირჩევთ, ზედმიწევნით მიჰყვეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციას და ჩააყენოთ მკურნალობის საქმის კურსში.
ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!