მოგესალმებით,
სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია იოდოფილური ფლორა, ამ დროს არ გამოიყოფა ლორწო. თავად იოდოფილური ფლორის გამომწვევი მიზეზი კი კოლიტია. როდესაც კოლიტი იღებს წყლულოვან ან ეროზიულ ხასიათს ყალიბდება იოდოფილური ფლორა.
კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია:
- სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში;
- ზოგადი სისუსტე;
- ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები;
- ცვლილებები სისხლში–ლეიკოციტოზი;
- ედს-ის მომატება და ა.შ.
მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და კოლიტის მიზეზების დადგენა, მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა.
სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში, იგი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და გაგირძელებთ, შეწყვეტს ან შეცვლის მკურნალობის კურსს.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის გასტროენტეროლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!