მოგესალმებით,
მუცლის შებერილობა, იგივე მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია სათანადო კვება. მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:
- პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
- ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
- რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.
რაც შეეხება გულძმარვას, თუ იგი ხშირად გაწუხებთ შესაძლოა, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე (კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნება) მიუთითებდეს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!