მოგესალმებით,
კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. კოლიტი ვითარდება მსხვილ ნაწლავში ინფექციის მოხვედრისას, ლორწოვან გარსზე და ნერვულ რეცეპტორებზე ტოქსინების მოქმედების შედეგად. დაავადების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მდგომარეობას, რადგან იმუნური დარღვევები, დაავადებული კუჭი, პანკრეასი და ღვიძლი, დისბაქტერიოზი ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ანთებას.
პათოლოგიური პროცესი ძირითადად ლორწოვანი გარსით ისაზღვრება და არ იწვევს ნაწლავის უფრო ღრმა მორფოლოგიურ დაზიანებას.
მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და კოლიტის მიზეზების დადგენა,მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები.
დისტანციურად პრეპარატებსა და მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიულია და შესაძლოა დიდი ზიანი მოგაყენოთ , უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
რაც შეეხება კუნთთა უნებლიე მოძრაობას, რომელიც გარეგანი რეფლექსური გაღიზიანების გარეშე ვითარდება, დისკინეზია ეწოდება და პათოლოგიას შეისწავლის კლინიკური ნევროლოგიის ნაწილი.
აქ განიხილება ისეთი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია:
- ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღვევით;
- მეტაბოლური და ანთებითი მიოპათიებით;
- თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი პათოლოგიებით.
ისინი საკმაოდ ბევრია და კიდევ რამდენიმე ჯგუფად იყოფა.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას!