კუჭის ეროზია, სალაპავი მილის თიაქარი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა! ვარ 52 წლის წლების განმავლობაში მაწუხებს კუჭ- ნაწლავი. კერძოდ მაქვს კუჭის ეროზია, საყლაპავი მილის თიაქარი. კუჭის მოქმედება:აშლილობა და შეკრულობა ენაცვლება ერთმანეთს, შეკრულობის დროს მიღიზიანდება ნაჭლავი და დეფეკაციის ბოლოს შეინიშნება სისხლი, აშლილობის დროს კი ლორწო. მაქვს სულ ნაწლავების დაუცლელობის შეგრძნება, განავლის ზომა შემცირებულია, დაწვრილებულია. მაქვს მარცხნივ ჭიპის ოდნავ ქვევით ყრუ ტკივილი და ხელით დაწოლისას ვპოულოვ ერთდაიგივე ადგილს სადაც დისკომფორტს განვიცდი. აღწერილი სიმპტომებით რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის კუჭის ეროზია;
  • კვება ეროზიის დროს;
  • საყლაპავის თიაქრის სიმპტომები.

სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია გასტრიტი, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: კუჭში მჟავიანობა თანდათანობით ქვეითდება, თორმეტგოჯა ნაწლავში კი იმატებს. ამის ფონზე, მიკრობები გამრავლებას იწყებენ ნაწლავებში, შემდეგ კი, თანდათანობით გადაინაცვლებენ თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში.
გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, საკვები რაციონიდან უნდა ამოიღოთ შემდეგი პროდუქტები:

  • ცომეული;
  • ტკბილეული;
  • რძე;
  • ახალი ხილი და ბოსტნეული;
  • პარკოსნები - ბარდა, ლობიო;
  • შებოლილი პროდუქტი;
  • არაჟანი;
  • მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები;
  • პომიდორი.

kuxhis_erozia

რაც შეეხება საყლაპავის თიაქრს, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.
შემთხვევათა უმეტესობაში, პატარა ზომის თიაქარი არ იწვევს პრობლემებს, სხვა შემთხვევაში, იგი იწვევს ისეთ ჩივილებს როგორიცაა:

  • ბოყინი;
  • გულძმარვა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • გულისრევა.

თვითმკურნალობა და წამლების მიღება ამ სიმპტომებს აქრობს, თუმცა, ხანდახან დიდი თიაქარის დროს აუცილებელი ხდება ოპერაციის ჩატარება.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გასტროენტეროლოგის კონსულტაციასა და მუცლის ღრუს ექოსკოპიას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gastroenterologis-konsultacia-da-muclis-ghrus-eqoskopia-40-larad/31491
კვლევის ჩატარების შემდეგ, დაგენიშნებათ მკურნალობის სათანადო კურსი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა